ორთოდონტია (ბერძნული სიტყვაა Orthos –პირდაპირი, ლათ. Dens – კბილი) სტომატოლოგიის ნაწილია, რომელიც სწავლობს ყბა-სახის სისტემის განვითარებას, ანომალიებსა და დეფორმაციების ეტიოლოგიასა და პათოგენეზს, ახდენს დარღვევების პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
ექიმი- ორთოდონტი 3-4 წლის ასაკიდან აკვირდება ბავშვის ყბა-კბილთა სისტემის განვითარებას, საჭიროების შემთხვევაში იგეგმება პროფილაქტიკური ღონისძიებები ან მკურნალობა. ორთოდონტიული მკურნალობის ზედა ზღვარი დადგენილი არ არის,მთავარია პაციენტის პირის ღრუში იყოს გარკვეული რაოდენობის კბილები,რომლებზეც მოხდება ბრეკეტის ფიქსაცია.