ბავშვთა სტომატოლოგიის შესახებ

ბავშვთა სტომატოლოგია- 0-13 წლის ბავშვებში, სარძევე და მუდმივი კბილების დაავადებების პრევენციას, კარიესის მკურნალობას, ტრავმებით ან მემკვიდრეობითი ფაქტორებით გამოწვეული კბილების პათოლოგიების მკურნალობას ემსახურება.

ბავშვებში, ყველაზე გავრცელებული  პრობლემაა ე.წ. ადრეული კარიესი. იგი ადვილად ამოსაცნობია, რადგან გააჩნია დამახასიათებელი ლოკალიზაცია – ზედა ყბის, წინა კბილების  და ეშვების მიდამოში. ის, გამოწვეულია ტკბილი საკვებისა და საჭმლის მიღებისგან.

ასევე ხშირია ე.წ. „თეთრი ლაქა“ კბილის ზედაპირზე, რომელიც კბილთაშორის  ხილულ ზედაპირზე შეიძლება მდებარეობდეს. „თეთრი ლაქა“ კარიესული დაავადების საწყის ეტაპს წარმოადგენს.  

სანათა ქაქუთია

თერაპიული მიმართულების ექიმი